
ჩვენი ისტორია
პროექტი წარმოადგენს წარმატებული ისტორიის გაგრძელებას: პირველი ბიზნეს ცენტრი „ატრიუმი“ უკვე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს და ათობით წარმატებულ კომპანიას აერთიანებს. მისი დიდი პოპულარობა და ბიზნესის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა გახდა მთავარი მოტივაცია, რომ ავაშენოთ კიდევ უფრო მასშტაბური, თანამედროვე და კომფორტული სამუშაო გარემო - „ახალი ატრიუმი“.
ბიზნეს ცენტრი მოიცავს 7 საოფისე და კომერციულ სართულზე განთავსებულ 12,400 კვ.მ. სარეალიზაციო საოფისე ფართს. ახალი ატრიუმი აერთიანებს პრემიუმ დონის ინფრასტრუქტურას: საკონფერენციო დარბაზს, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა კვების ობიექტსა და მყუდრო დასასვენებელ ზონას. ორდონიანი პარკინგი გათვლილია 130 ავტომობილზე.
ბიზნეს ცენტრი აგრეთვე უზრუნველყოფს 24-საათიან დაცვას, ვიდეოკონტროლს, სახანძრო უსაფრთხოებას, ლიფტების მომსახურებასა და დასუფთავებას. შენობის არქიტექტურული გადაწყვეტა და პანორამული ვიტრაჟები ქმნის ბუნებრივად განათებულ, მშვიდ და პროდუქტიულ სამუშაო გარემოს.
ახალი ატრიუმის მონოლითური კონსტრუქცია შესრულებულია ურიგელო სისტემით. ფასადის მოპირკეთებისთვის განსაზღვრულია ესპანური წარმოების ნეოლითის ქვა. ალუმინის მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მინა-ვიტრაჟი. შენობაში დამონტაჟდება ფინური წარმოების Kone-ს ლიფტები. ბიზნეს ცენტრი უზრუნველყოფილია ცენტრალიზებული გათბობა-გაგრილების თანამედროვე კლიმატ კონტროლის სისტემით.
„ახალი ატრიუმი“ – „წარმატება იწყება გარემოთი“

